სტიქიის შედეგად ადიდებულმა მდინარემ ონში საავტომობილო გზა დააზიანა
სტიქიის შედეგად ადიდებულმა მდინარემ ონში საავტომობილო გზა დააზიანა

A+ A-

18:29 25/05/2020

სტიქიამ ონისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტები დააზარალა. ონის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე ჭანჭახმა სოფელ გლოლაში საავტომობილო გზის ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა. ადგილზე სპეციალური ლოდები განათავსეს.

წვიმამ გარკვეული პრობლემები შექმნა ლენტეხშიც. სოფელ ტვიბთან მდინარე ადიდდა და გზას საფრთხე შეუქმნა.

სტიქიის ადგილზე მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, მაჟორიტარ დეპუტატ გოჩა ენუქიძესთან და ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელ დავით ჩიკვაიძესთან ერთად იმყოფება.

შემთხვევის ადგილზე აღდგენითი და პრევენციული სამუშაოები დაიწყო.