საქართველო ამ ეტაპზე ევროპაში ერთ-ერთ ყველზე ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო ქვეყანად ითვლება - ალექსანდრე გოგინავა
საქართველო ამ ეტაპზე ევროპაში ერთ-ერთ ყველზე ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო ქვეყანად ითვლება - ალექსანდრე გოგინავა

A+ A-

17:45 25/05/2020

საქართველო ამ ეტაპზე ევროპაში ერთ-ერთ ყველზე ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო ქვეყანად ითვლება. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსის მეორე ტალღა როდის იქნება არავინ იცის, ტუმცა საქართველოც და მსოფლიოც მას მარტივად გაუმკლავდება. 

„კორონავირუსის მეორე ტალღა შეიძლება იყოს რამდენიმე თვეში ან ერთი წლის შემდეგ, ეს ზუსტად არავინ იცის. ჩვენ ექიმებმა, ეპიდემიოლოგებმა, ჯანდაცვის სისტემამ, უკვე მეტ-ნაკლებად ეს ვირუსი და მისი ბუნება შევისწავლეთ.

ამიტომ მეორე ტალღისთვის ბევრად უფრო მზად ვიქნებით, თუნდაც ვაქცინის გარეშე. მაქვს განცდა, რომ რაც არ უნდა ძლიერი იყოს მეორე ტალღა, მსოფლიო ბევრად უფრო მარტივად გაუმკლავდება“, - აღნიშნა ინფექციონისტმა.

შეგახსენებთ, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის მხოლოდ 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 4 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 731 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 526 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი.