ამ ყოველივეს კარგად დაგეგმილი პროვოკაციის სუნი ასდის, ჩემი მხარდაჭერა ნიკოლოზ ბასილაშვილს - თამარ ივერი
ამ ყოველივეს კარგად დაგეგმილი პროვოკაციის სუნი ასდის, ჩემი მხარდაჭერა ნიკოლოზ ბასილაშვილს - თამარ ივერი

A+ A-

17:03 25/05/2020

ქართველი მეცოსოპრანო თამარ ივერი, ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის სოლიდარობას უცხადებს და მის ირგვლივ ბოლო დროს განვითარებულ ამბებს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

„ქალთა მიმართ ძალადობის ერთ-ერთი ხმალამოღებული მოწინააღმდეგე ვარ, თუმცა ამ შემთხვევაში, რაც მოვისმინე, ინტუიციით ამ ყოველივეს... ქალბატონი ნეკას მხრიდან კარგად დაგეგმილი პროვოკაციის სუნი ასდის! მანამდე დედამთილისთვისაც მოუსწრია ჩივილი, ქმარს თვეში 100 000ლარს (!)

დიახ, არც მეტი არც ნაკლები თვეში 100.000 ლარს სძალავდა პირადი საიდუმლოს შენახვისთვის (ჯერ საერთოდ ფუი! ასეთ ხელშეკრულებას თუნდაც ყოფილ ქმართან!) ახლა თურმე ეს 100 ათასი ლარი აღარ ყოფნის და მისი გასამმაგება მოსდომებია(!), თავად მისულა “მსხვერპლი” მოძალადესთან სახლში(!), მორიგჯერ კარიერის დანგრევით და საიდუმლოს გამჟღავნებით დამუქრებია და მოკლედ. ჩემს წინაშე უსუსური “ნაძალადევი” გოგონა კი არა…

კარგად დატრენინგებული შანტაჟისტი “პროვოკატორშა” წარმოისახა!!! და მას ეს “ძალადობა”იგრძნობა რომ… ამ მომენტში ჰაერივით სჭირდებოდა. უკაცრავად, ადამიანზე მუდმივი ფიქოლოგიური ძალადობა ძალადობა არ არის და მხოლოდ მუშტი ითვლება ძალადობად?

სხვათა შორის, თუ ასეა, მუდმივმა შანტაჟმა ადამიანი დიდი ალბათობით შეიძლება ფსიქიურ შეშლამდე და თვითმკლელობამდე მიიყვანოს, მაშინ როცა “ფინგალი” ერთ კვირაში გაუვლის. თუმცა, დიდი ეჭვი მეპარება თავად ნიკოლოზის მხრიდან რაიმე მონაწილეობისა ამ აქციაში. გამწარებული მამისგან კი შეიძლება იყო კიდეც რაღაც ადეკვატური მუქარა. ჩემი მხარდაჭერა ნიკოლოზ ბასილაშვილს! მისი მსოფლიო კარიერა კი იაფფასიანი ფულს და პიარს დახარბებული ავანტიურისტების გამო არანაირად არ დაინგრევა!!!“, – წერს ივერი.

შეგახსენებთ, ცნობილ ჩოგბურთელს, ნიკოლოზ ბასილაშვილს 24 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ 100 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც ოჯახის წევრის მიმართ არასრულწლოვნის თანდასწრებით ძალადობას გულისხმობს.