საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ ვლადიმერ კონსტანტინიდი დაინიშნა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ ვლადიმერ კონსტანტინიდი დაინიშნა

A+ A-

13:57 22/05/2020

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ ვლადიმერ კონსტანტინიდი დაინიშნა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა ვლადიმერ კონსტანტინიდი ამ თანამდებობაზე მიხეილ ნინუას შეცვლის.

„მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩემს მოადგილეს მიხეილ ნინუას, მან დიდი როლი შეასრულა ამ კრიზისულ სიტუაციაში ჩვენი მოქალაქეების დაბრუნების პროცესში და ადგილზე დახმარების კუთხით. მადლობა მინდა გადავუხადო მას ამისთვის.

მან მთხოვა, რომ აქვს შემოთავაზებები კერძო სექტორში დაბრუნების თვალსაზრისით და ბუნებრივია, მას შემდეგ, რაც წარმატებებით გავართვით თავი ამ პრობლემას, მე მას წინააღმდეგობა ვერ გაუწიე და ამიტომ მიიღო ეს გადაწყეტილება. რაც შეეხება მის შემცვლელს, უკვე პრემიერ-მინისტრმა მიიღო გადაწყეტილება რომ ამ პოზიციაზე დაინიშნოს ვლადიმერ კონსტანტინიდი, ისიც ასევე გამოცდილი დიპლომატი გახლავთ.

ჟურნალისტებთან  ჰქონდა კომუნიკაცია და სამინისტროს პრესმდივნის ფუნქციას ასრულებდა, მისი გამოცდილება გახლავთ ელჩი ასევე, აქვს სერიოზული გამოცდილება დიასპორასთან ურთიერთობის კუთხით.  მე ვფიქრობ რომ ეს არის ძალიან კარგი დანიშვნა და დარწუნებული ვარ, ის იქნება ისეთივე წარმატებული როგორც სხვა მიმართულებებზე იყო მანამდე“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.