საქართველოში კორონავირუსის 45 707 შესაძლო შემთხვევაა გამოკვლეული, დადასტურებულია ინფიცირების 723 ფაქტი - გამყრელიძე
საქართველოში კორონავირუსის 45 707 შესაძლო შემთხვევაა გამოკვლეული, დადასტურებულია ინფიცირების 723 ფაქტი - გამყრელიძე

A+ A-

12:28 22/05/2020

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 45 707 შესაძლო შემთხვევაა გამოკვლეული, საიდანაც დადასტურებულია ინფიცირების 723 ფაქტი.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რიცხვი 216-ია, 495 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა, რაც ინფიცირებულთა 68%-ს შეადგენს.

“დღეს დილით ჩვენ გვაქვს 2 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ერთი უკავშირდება თეთრიწყაროს კლასტერს. ჩვენთან ყველაზე დაზარალებული რეგიონი ქვემო ქართლია. კერძოდ სამი მუნიციპალიტეტი. ესენია: ბოლნისი, მარნეული და თეთრიწყარო“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.