არჩევნებს სანიმუშოდ და დემოკრატიულად ჩავატარებთ - გიორგი გახარია
არჩევნებს სანიმუშოდ და დემოკრატიულად ჩავატარებთ - გიორგი გახარია

A+ A-

12:26 22/05/2020

წელს საქართველოს მთავრობა და ხელისუფლება, ერთიანი გუნდი არჩევნებს სანიმუშოდ და დემოკრატიულად ჩაატარებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მტავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ ხელი შუშალოს ინფექციის სწრაფ და მასშტაბურ გავრცელებას ქვეყანაში.

“თუ აქამდე 2 ფრონტზე - ჯანმრთელობისა და ეკონომიკური განვითარებისთვის ვიბრძოდით, ახლა დაგვემატა ახალი, ამასაც უნდა გავუძლოთ და აქაც უნდა ვიყოთ წარმატებულები და გამარჯვებულები.

იმისათვის, რომ შევძლოთ შეზღუდვების სახით და ხელი შევუშალოთ ინფექციის სწრაფ და მასშტაბურ გავრცელებას ქვეყანაში, ეს საკითხები პოლიტიკური სპეკულირების თემები ხდება, რაც სამწუხაროა. თუმცა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გლობალურად პანდემია გამოაცხადა 11 მარტს და ეს პანდემია ჯერ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას არ მოუხსნია.

რაც გვაიძულებს და ამოცანას გვისახავს, რომ მსოფლიოსთან ერთად ამ პანდემიის წინააღმდეგ ვიბრძოლოთ“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.