გურიაში მამამ შვილი მოკლა
გურიაში მამამ შვილი მოკლა

A+ A-

09:17 22/05/2020

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლებაში მკვლელობა მოხდა. წინასწარი ვერსიით, 49 წლის მამამ 29 წლის შვილს დანით ჭრილობები მიაყენა. ახალგაზრდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ის კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

შსს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სსკ 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.