სამხრეთ აფრიკაში 2 დღის ჩვილი კოვიდინფექციის დიაგნოზით გარდაიცვალა
სამხრეთ აფრიკაში 2 დღის ჩვილი კოვიდინფექციის დიაგნოზით გარდაიცვალა

A+ A-

17:59 21/05/2020

სამხრეთ აფრიკაში კორონავირუსით ორი დღის ახალშობილი დაიღუპა.

როგორც BBC იუწყება ჩვილთან ერთად ვირუსი დედასაც დაუდგინდა და ახალშობილი ნაადრევად, სუნთქვის პრობლემებით დაიბადა.

„ეს ჩვენს ქვეყანაში კორონავირუსით პირველი ნეონატალური გარდაცვალებაა“,- აღნიშნა სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის მინისტრმა მედიასთან საუბრისას.

მედიის ინფორმაციით, სამხრეთ აფრიკელი ბავშვი, კორონავირუსის ყველაზე პატარა მსხვერპლია, რაც მათთვის გახდა ცნობილი.