გიორგი რურუას საქმე შესაძლოა, შეერთებული შტატების კონგრესში განიხილონ
გიორგი რურუას საქმე შესაძლოა, შეერთებული შტატების კონგრესში განიხილონ

A+ A-

13:09 21/05/2020

,,მთავარი არხის" დაკავებული მფლობელის, გიორგი რურუას საქმე შესაძლოა, ამერიკის შეერთებულ შტატების კონგრესის ჰელსინკის კომიტეტში განიხილონ.
როგორც ცნობილი გახდა, კონგრესში რურუას საქმეს, როგორც პოლიტიკური პატიმრის ქეისს, ისე განიხილავენ.

როგორ ოპოზიციაში აცხადებენ, ეს იქნება უპრეცენდენტო ფორმატის განხილვა და სავარაუდოდ, ამ განხილვის შემდეგ, სტრატეგიული პარტიორის მხრიდან მძიმე ნაბიჯები იქნება გადადგმული.
ოპოზიციაში ასევე აცხადებენ, რომ "ქართულმა ოცნებამ" უნდა გაითავისოს 8 მარტის შეთანხმების ორივე პუნქტი და ზედმიწევნით შეასრულოს ისინი.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, თუკი ივანიშვილი რურუასთან დაკავშირებით პოლიტიკურ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, მასზე პარტნიორების მხრიდან პერსონალური ზეწოლა გაიზრდება.

"ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, გიორგი რურუა პატიმრობასთან დაკავშირებით, დღეს მიდის მსჯელობა მათ შორის, ჰელსინკის კომიტეტში, რომ შედგეს სპეციალური მსჯელობა. ეს არის ის კომისია, რომელიც ადგენს პოლიტპატიმრების საკითხს და სპეციალურ რეკომენდაციებს გასცემს შესაბამისი რეაგირებისთვის.
რაც უფრო სწრაფად მიიღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილი და შესაბამის მითითებას გასცემს, ეს მის ინტერესებშია.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილზე პერსონალური ზეწოლა გაიზრდება", - განაცხადა სამადაშვილმა "მთავარი არხის" ეთერში.