სოფელ მუშევანში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სოფელ მუშევანში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

A+ A-

21:40 19/05/2020

ბოლნისში, სოფელ მუშევანში კორონავირუს კიდევ 5 ადამიანს დაუდგინდა. მათი ინფიცირების წყარო ცნობილია და ისინი ამ დრომდე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები არიან.

ბოლო მონაცემებით, ბოლნისში ვირუსის უკვე 156 შემთხვევაა დაფიქსირებული.

25 აპრილიდან მუშევანში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 707-მდე გაიზარდა, 456 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 12 კი გარდაიცვალა.