წელს ბავშვები ზღვაზე დასასვენებლად არ წაიყვანოთ - პედიატრის რჩევა მშობლებს
წელს ბავშვები ზღვაზე დასასვენებლად არ წაიყვანოთ - პედიატრის რჩევა მშობლებს

A+ A-

21:17 19/05/2020

მშობლებს ვურჩევ გაიყვანონ ბავშვები თბილისიდან სოფლებში თუ ახლო-მახლო აგარაკებზე, ვისაც როგორ შეუძლია - ამის შესახებ პე­დი­ატრმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, ინგა მა­მუ­ჩიშ­ვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, წელს მშობლებს ბავშვების ზღვაზე დასასვენებლად წაყვანას არ ურჩევს.

„მე წელს ბავშვებს ზღვაზე დასვენებას არ ვურჩევ. არ ვურჩევ მშობლებს ბავშვების წყალში ჩაშვებას, რადგან რამდენიმე დღის წინ იყო ასეთი შემთხვევა, რომ დიზინტერიის სახით განვითარადა COVID19-ი იტალიაში ერთ ბავშვთან. გამოუვლინდა, მხოლოდ დიზინტერიის ნიშნები, დაესვა დიზინტერიის დიაგნოზი.

ტესტირებისას სისხლში არ გამოჩნდა კორონავირუსი და და სწორედ განავალის ანალიზის ჩატარების შედეგად დაუდასტურდა მას ახალი COVID19-ი. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ ზღვაზე ბავშვების დასვენება ცოტა სარისკოა. თუ ჩვენ არ გვაქვს დამტკიცებული, რომ ორალური და ფეკალური გზით ეს ვირუსი არ ვრცელდება, ასეთ შემთხვევაში მაინც სარისკოდ მიმაჩნია ბავშვების ზღვაზე დასვენება“ - განაცხადა ინგა მამუჩიშვილმა.