თურქეთში ინფიცირებულთა რაოდენობა 150 593-მდე გაიზარდა - ქალაქებს შორის გადაადგილება 3 ივნისამდე აიკრძალა
თურქეთში ინფიცირებულთა რაოდენობა 150 593-მდე გაიზარდა - ქალაქებს შორის გადაადგილება 3 ივნისამდე აიკრძალა

A+ A-

17:28 19/05/2020

საქართველოს მეზობელ თურქეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და იგი მსოფლიოს ლიდერთა სიაში, ინფიცირებულთა რაოდენობით, უკვე მეეცხრე ადგილს იკავებს, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობით მეცამეტე ადგილზეა.

თურქეთი ინფიცირების შემთხვევებით ირანსა და ჩინეთს უსწრებს. მხოლოდ გასულ დღე-ღამეში, იქ კორონავირუსით ინფიცირების 1 158 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 150 593-მდე გაიზარდა.

გარდაცვლილთა რაოდენობა კი, თითქმის, 5 ათასამდე გაიზარდა, აქედან, გასულ 24 საათში 31 ადამიანი გარდაიცვალა.

თურქეთის ხელისუფლებამ „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყნის შიგნით, ქალაქებს შორის გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა კიდევ 15 დღით, ანუ 3 ივნისამდე გაახანგრძლივა. თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ყველა ვინც არ დაემორჩილება წესებს, დაისჯება.

შეგახსენებთ, კორონავირუსი პირველად ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დადასტურდა და უკვე 213 ქვეყანაშია გავრცელებული.

გამოვლენილია ინფიცირების 5 მილიონამდე და გარდაცვალების 321 ათასამდე ფაქტი.

მსოფლიოს მასშტაბით 2 მილიონი ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 2 671 477 კვლავ ებრძვის "უხილავ მტერს".

მარიამ მაჭარაშვილი