საქართველოში გამჭვირვალე არჩევნები არის ლაკმუსის ტესტი ევროპული გზისთვის - ევროპარლამენტარი გლუქსმანი
საქართველოში გამჭვირვალე არჩევნები არის ლაკმუსის ტესტი ევროპული გზისთვის - ევროპარლამენტარი გლუქსმანი

A+ A-

14:49 19/05/2020

საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ევროპული კურსის მხარდამჭერია და ჩვენი ხმა იქ ისმის, აბსოლუტურად არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ცუდია ტვიტები და ჩარევა, რადგან ჩვენი ხმა იქ ისმის,- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რაფაელ გლუქსმანმა ევროპარლამენტში, საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისივე შეფასებით, პარლამენტარების მობილიზაციამ გავლენა იქონია გიგი უგულავასა და ირაკლი ორუაშვილის შეწყალებაზე.

თუმცა, ევროპარლამენტარი მიიჩნევს, რომ შეთანხმება ჯერ ბოლომდე შესრულებული არ არის.

„მინდა, მადლობა გადავუხადო მოხსენებისთვის ავტორს. საქართველო არის გარდამტეხ მომენტში და თუ რეგიონში რომელიმე ქვეყანა არის, რომელზეც შეგვიძლია გავლენა მოვახდინოთ, ეს საქართველოა. საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ევროპული კურსის მხარდამჭერია და ჩვენი ხმა იქ ისმის. აბსოლუტურად არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ცუდია ტვიტები და ჩარევა, იმიტომ, რომ ჩვენი ხმა იქ ისმის.

ვფიქრობ, რომ პარლამენტარების მობილიზაციამ გავლენა იქონია ბატონ უგულავასა და ორუაშვილის შეწყალებაზე. შეთანხმება ჯერ ბოლომდე შესრულებული არ არის და ძალიან ნათლად უნდა ვუთხრათ საქართველოს მთავრობას, არის ლაკმუსის ტესტი საქართველოს ევროპული გზისთვის, ეს არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი და გამჭვირვალე, თავისუფალი პოლიტიკური დევნისგან, არა მხოლოდ პოლტიკოსების, არამედ მედია მფლობელების. ამიტომაა მნიშვნელოვანი ძლიერი დაკვირვება პროცესზე. ეს არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი და გამჭვირვალე“, – განაცხადა რაფაელ გლუქსმანმა.

წყარო: 1tv.ge