101 261 ინფიცირებული - კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობით, ინდოეთი უკვე ჩინეთს უსწრებს
101 261 ინფიცირებული - კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობით, ინდოეთი უკვე  ჩინეთს უსწრებს

A+ A-

13:15 19/05/2020

ინდოეთში, რამდენიმე დღეა კორონავირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება.

"worldometers"-ის სტატისტიკის მიხედვით, ინდოეთში გასულ დღე-ღამეში ინფიცირების 933 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო რაოდენობამ 101 261-ს მიაღწია. 

ინდოეთი მსოფლიო ლიდერთა სიაში უკვე მეთერთმეტე ადგილს იკავებს და ჩინეთსაც კი უსწრებს, გარდაცვლილთა რაოდენობით, ინდოეთი მეთექვსმეტე ადგილზეა.

ქვეყანაში უკვე გარდაცვლილია 3 164 ადამიანი, მათგან  8 გასულ 24 საათში.

ინდოეთში ვირუსის პირველი შემთხვევა 30 იანვარს დაფიქსირდა. 

1,3-მილიარდიან მოსახლეობაში კორონავირუსი უკვე დაამარცხა 39 233 ადამიანმა, ხოლო 58 864 კვლავ ებრძვის "უხილავ მტერს".

შეგახსენებთ, ვირუსი პირველად 2019 წლის დეკემბერში, ჩინეთში, ქალაქ უხანში გამოვლინდა, მას შემდეგ ვირუსი 213 ქვეყანაში გავრცელდა და უკვე დადასტურებულია ინფიცირების 5 მილიონამდე და გარდაცვალების 321 ათასამდე შემთხვევა.

2 მილიონამდე ადამიანი კი უკვე გამოჯანმრთელდა, 2 668 406 პაციენტი კი კვლავ ებრძვის "ჩინურ ვირუსს", მათგან 44 776 კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია.

მარიამ მაჭარაშვილი