ბარაკ ობამასა და ჯო ბაიდენის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არ აღიძვრება
ბარაკ ობამასა და ჯო ბაიდენის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არ აღიძვრება

A+ A-

10:48 19/05/2020

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამასა და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არ აღიძვრება. ამის შესახებ აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, უილიამ ბარმა განაცხადა.

საქმე ეხება 2016 წლის არჩევნებში შესაძლო ჩარევის შესახებ ფედერალური საგამოძიებო ბიუროს მიერ ჩატარებული გამოძების გადასინჯვას, რომელსაც ფედერალური პროკურორი ჯონ დურამი ხელმძღვანელობს.

„იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც დღეს მაქვს, შემიძლია გითხრათ, რომ არც ობამას და არც ბაიდენის წინააღმდეგ კრიმინალური გამოძიების ჩატარება არ იგეგმება“, – განაცხადა უილიამ ბარმა.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, გასულ კვირას დონალდ ტრამპმა არაერთხელ ახსენა ე.წ. ობამაგეითი, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტმა „ამერიკის ისტორიაში ყველაზე დიდი პოლიტიკური დანაშაული“ უწოდა.

„ტრამპს არ დაუკონკრეტებია, რაში სდებს ბრალს მის წინამორბედს, თუმცა სავარაუდოდ ბრალდება ეხება ობამას პრეზიდენტობის ვადის დასრულების დროს სამართალდამცავების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს“, – წერს „როიტერი“.