ლარი მცირედით გაუფასურდა
ლარი მცირედით გაუფასურდა

A+ A-

17:32 18/05/2020

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2012 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2012 ლარი შეადგინა.

კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2005 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0007 შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.4615 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4594 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0021 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.