ნავთობის ფასი ბარელზე 34 დოლარამდე გაიზარდა
ნავთობის ფასი ბარელზე 34 დოლარამდე გაიზარდა

A+ A-

17:18 18/05/2020

Brent მარკის ნავთობის ფასი ბარელზე $34-მდე გაიზრდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

ივლისის ფიუჩერსების ღირებულებამ ლონდონის სასაქონლო ბირჟაზე ბარელზე $ 34.08 შეადგინა, რაც 9 აპრილიდან მაქსიმალური მაჩვენებელია.

დასავლეთ ტეხასური ნავთობის WTI ღირებულება 5.57%-ით გაიზარდა და ბარელი $31.07 ღირს.

ნავთობის ფასის ზრდაზე დადებითი გავლენა, კორონავირუსის პანდემიის გამო, დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნამ მოახდინა. კიდევ ერთი მიზეზი ნავთობმომპოვებელი ქვეყნების მიერ მოპოვების შემცირებაა. მათ შორის, აშშ-შიც აქტიური ჭაბურღილების რაოდენობა შემცირდა. აპრილის დასაწყისიდან ჭაბურღილების რაოდენობა 600- დან 258-მდე შემცირდა.

1-ლი მაისიდან OPEC-მა (ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია) ნავთობის მოპოვება შეამცირა. პირველად ორი თვის მანძილზე მოპოვება 24 საათში 9,7 მილიონ ბარელს გაუტოლდება.

2020 წლის 20 აპრილს WTI-ის ტიპის ნავთობის ფასი პირველად ისტორიაში ნეგატიური გახდა.