ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი 73.1 მილიონი ევრო ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების მიზნით დაიხარჯება
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი 73.1 მილიონი ევრო ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების მიზნით დაიხარჯება

A+ A-

16:37 18/05/2020

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილ 73.1 მილიონ ევროს საქართველო ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების მიზნით დახარჯავს.

ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში, ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

კაკაურიძის თქმით, 29 მილიონი ევრო უშუალოდ ჯანდაცვის სისტემას მოხმარდება, ხოლო დანარჩენი - სოციალურ დახმარებებს.

„29 მლნ მოხმარდება ჯანდაცვის სფეროს, ეს არის კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებები, ასევე ინფიცირებულების მკურნალობასთან დაკავშირებული ხარჯები და საჭიროების შემთხვევაში, ჯანდაცვის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო აღჭურვილობა. მეორე მიმართულება, დაახლოებით 44 მლნ ევრომდე, არის სოციალური ხარჯებისთვის გათვალისწინებული თანხა. ეს ითვალისიწინებს იმ კომპენსაციებს, რაც გაჟღერებულია - ეს არის სამუშაოს დაკარგვისთვის კომპენსაცია. ასევე, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება, სადაც 3 ან მეტი შვილია. ასევე, ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარებას, ვისაც 65 ათასიდან 100 ათას ქულამდე აქვს. ეს თანხები სრულად არაა საკმარისი, თუმცა ამ კვირაშივე მოეწერება ხელი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან ხელშეკრულებას, რომელიც დამატებით დაახლოებით 100 მლნ ევროს გამოყოფს ამავე მიზნებისთვის. ეს სესხი არის 26 წლიანი, მათ შორის 13 წელი არის საშეღავათო პერიოდი“,- განაცხადა კაკაურიძემ.