ვისი ვალი აქვს საქართველოს
ვისი ვალი აქვს საქართველოს

A+ A-

13:24 18/05/2020

2020 წლის 30 აპრილის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 5,688 მილიარდ დოლარს (18,222 მლრდ ლარი) გადააჭარბა.

საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB); მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).

კერძოდ, IDA-ს მიმართ ვალი 917,753 მლნ დოლარია; IBRD-ის მიმართ სახელმწიფოს საგარეო ვალი 914,832 მილიონი დოლარია, აზიის განვითარების ბანკის (ADB)-ის მიმართ კი - 1,266 მლრდ დოლარს აჭარბებს.

 

რას შეეხება სახელმწიფოს მევალე სხვა საფინანსო ინსტიტუტებს, ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

  • აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) – 30,448 მლნ დოლარი;
  • ევროსაბჭოს განვითარების ბანკი (CEB) – 978 ათასი დოლარი;
  • ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) – 128,198 მლნ დოლარი;
  • ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) – 567,046 მლნ დოლარი;
  • ევროგაერთიანება (EU) – 41,222 მლნ დოლარი.;
  • სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) – 34,087 მლნ დოლარი;
  • სკანდინავიური გარემოსდაცვის საფინანსო კორპორაცია (NEFCO) – 784 ათასი დოლარი.

რაც შეეხება ქვეყნებს, ორმხრივი კრედიტორი ქვეყნებიდან გერმანია ლიდერობს, რომლის მიმართაც საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 30 აპრილის მდგომარეობით, 1,173 მლრდ ლარი იყო, მას მოსდევს საფრანგეთი - 1,020 მლრდ ლარი; იაპონია - 696,763 მილიონი ლარი; რუსეთი - 155,563 მილიონი ლარი.სხვა ქვეყნების მიმართ კი საგარეო ვალის სტატისტიკა ასეთია:

· ავსტრია - 58,305 მილიონი ლარი

· აზერბაიჯანი - 20,150 მილიონი ლარი

· თურქმენეთი - 676 ათასი ლარი

· თურქეთი - 38,776 მილიონი ლარი

· ირანი - 15,362 მილიონი ლარი

· სომხეთი - 21,690 მილიონი ლარი

· უზბეკეთი - 315 ათასი ლარი

· უკრაინა - 288 ათასი ლარი

· ყაზახეთი - 39,167 მილიონი ლარი

· ჩინეთი - 2,716 მილიონი ლარი

· კუვეიტი - 27,637 მილიონი ლარი

· ნიდერლანდები - 1,816 მილიონი

· ამერიკა - 56, 045 მილიონი ლარი

ასევე სახელმწიფოს ვალად აქვს 1 601 600 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდი (ევროობლიგაცია).

"Bpn.ge"