ბელგიაში მედპერსონალმა პრემიერ-მინისტრის კორტეჟს პროტესტის ნიშნად ზურგი შეაქცია (ვიდეო)
ბელგიაში მედპერსონალმა პრემიერ-მინისტრის კორტეჟს პროტესტის ნიშნად ზურგი შეაქცია  (ვიდეო)

A+ A-

11:47 18/05/2020

ბრიუსელში მდებარე სენ-პიერის საავადმყოფოს თანამშრომლებმა პრემიერ-მინისტრის, სოფი ვილმესის კორტეჟს ზურგი შეაქციეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

როგორც მედიასაშუალება იუწყება, ბელგიის მთავრობას აკრიტიკებენ კორონავირუსის ეპიდემიასთან არასათანადო გამკლავებისა და სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის გამო. თავად პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ბელგიაში კოორნავირუსის გავრცელების მაჩვენებელი შესაძლოა, რეალურს არ შეესაბამებოდეს და გადაჭარბებული იყოს.

ამას გარდა, გამოცემა „გარდიანი“ წერს, რომ მედიკოსების პროტესტი გამოწვია მთავრობის განკარგულებამ, რომლის თანახმადაც, საავადმყოფოებს შეუძლიათ, ექთნის მოვალეობების შესასრულებლად არაკვალიფიციური კადრების აყვანა.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ბელგიაში გამოვლენილია კორონავირუსის 55 280 შემთხვევა, გარდაცვლილია 9 052 ადამიანი.