შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ოთარ ფარცხალაძის ძმა დააკავა
შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ოთარ ფარცხალაძის ძმა დააკავა

A+ A-

18:16 16/05/2020

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ძმა დააკავა.

თორნიკე ფარცხალაძე ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს.

ფარცხალაძის ჩხრეკისას სამართალდამცავებმა ერთი აბი „სუბოქსინი“ ამოიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ექვს წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.