შესაძლოა, ეროვნული გამოცდები აგვისტოში ჩატარდეს - ჩხენკელი
შესაძლოა, ეროვნული გამოცდები აგვისტოში ჩატარდეს - ჩხენკელი

A+ A-

15:52 15/05/2020

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის თქმით, 2020 წლის ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, შეიძლება მხოლოდ თარიღი შეიცვალოს და აგვისტოში ჩატარდეს.

მანვე განმარტა, რომ ეს მხოლოდ ეპიდსიტუაციაზე და ექიმების რეკომენდაციებზე იქნება დამოკიდებული:

"ივნისში ვაცნობებთ დეტალებს ეროვნულ გამოცდებზე. წელს ამას დამატებითი განზომილება აქვს. ერთადერთი, რაც შეიძლება შეიცვალოს ესაა თარიღის ცვლილება და აგვისტოსკენ გადატანა. ეს მოხდება თუკი მკაცრი რეკომენდაცია იქნება სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მხრიდან. თუკი ეპიდსიტუაცია მოითხოვს, შესაძლოა ეროვნული გამოცდები აგვისტოში ჩატარდეს".

განათლების მინისტრის თქმით, ივნისში ცალკე პრეზენტაციას გამართავს, სადაც ყველა დეტალს გაასაჯაროვებენ ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით.