ეროვნული გამოცდები ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება, თარიღი ივნისში გამოცხადდება
ეროვნული გამოცდები ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება, თარიღი ივნისში გამოცხადდება

A+ A-

14:25 15/05/2020

მე-12-კლასელები სასწავლო წელს 20 მაისს დაასრულებენ, პირველკლასელები 27 მაისს. დანარჩენი, სხვა კლასების მოსწავლეები კი - 15 ივნისს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განათლების სისტემის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.

გიორგი გახარიას განცხადებით, ეროვნული გამოცდები ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება.

ჩატარების თარიღი ივნისში გამოცხადდება.

„საქართველოში 2019-2020 სასწავლო წელი აკადემიურად არ გამოცხადდება. სასწავლო წელი დისტანციურად, ონლაინრეჟიმში ჩატარდა ჩვეულებრივად",-განაცხადა გახარიამ.