საკონსტიტუციო ცვლილებებს აქვს საპარლამენტო ოპოზიციის მხარდაჭერა, თუ ჩაგდება არ გაქვთ ჩაფიქრებული - ინაშვილი "ოცნებას" მიმართავს
საკონსტიტუციო ცვლილებებს აქვს საპარლამენტო ოპოზიციის მხარდაჭერა, თუ ჩაგდება არ გაქვთ ჩაფიქრებული - ინაშვილი "ოცნებას" მიმართავს

A+ A-

00:22 15/05/2020

2020 წლის არჩევნების 130/20-ზე სისტემით ჩასატარებლად საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად, საქართველოს პარლამენტში ოპოზიციის ხმები, ვინც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და „ევროპულ საქართველოსთან“ არ ასოცირდება, მობილიზებულია. ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ირმა ინაშვილი წერს. 

იგი „ქართულ ოცნებას“ მიმართავს და აცხადებს, რომ თუ მმართველ პარტიას ნამდვილად უნდა ამ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, მათ მისაღებად საჭირო ხმებზე 7-8-ით მეტი ხმა აქვს.
„ქართული ოცნების“ საყურადღებოდ ვწერ: საკონსტიტუციო ცვლილებებს უკვე აქვს საპარლამენტო ოპოზიციის მხარდაჭერა, ჩვენი – პატრიოტების და დამოუკიდებელი დეპუტატების, რომლებიც დღეს, ასევე, ოპოზიციას წარმოადგენენ პარლამენტში. მეტს გეტყვით, 7-8 ხმით მეტი გვაქვს, ვიდრე საჭიროა კანონპროექტის მისაღებად! საკონსტიტუციო ცვლილებებს არ ექნება ოპოზიციის ნაწილის მხარდაჭერა და ეს ვერაფერს ვერ შეცვლის, თუ თქვენ არა გაქვთ ჩაფიქრებული საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება!“, - წერს ინაშვილი.