თუ წავაგებ, ალუჩას მოვთხრი ბატონი ბიძინასავით და კორპუსის წინ დაგირგავ - მელია თალაკვაძეს იმიტირებულ არჩევნებში იწვევს
თუ წავაგებ, ალუჩას მოვთხრი ბატონი ბიძინასავით და კორპუსის წინ დაგირგავ - მელია თალაკვაძეს იმიტირებულ არჩევნებში იწვევს

A+ A-

10:51 13/05/2020

"ნაციონალური" მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს იმიტირებულ არჩევნებში იწვევს.

როგორც მელია სოციალურ ქსელში წერს, იგი მზად არის ე.წ. არჩევნებში "დაეჭიდოს" არჩილ თალაკვაძეს.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ იგი თალაკვაძესთან  ე.წ. არჩევნებს წააგებს, მზად არის, თმა გაიზარდოს და ბიძინა ივანიშვილის მსგავსად, ალუჩის ხე მოთხაროს და კორპუსის ეზოში  დაურგოს გამარჯვებულს.

"ბ-ნ თალაკვაძემ რუსთავი2-ის ეთერში - მელიას ხმას არავინ მისცემსო.

არჩილ თალაკვაძე I Archil Talakvadze იმიტირებულ არჩევნებში დავეჭიდოთ, სადაც ცხოვრობ იმ კორპუსში + გვერდით ორ კორპუსშიც - (რეპრეზენტაცია რომ მაღალი იყოს).

თუ წავაგებ, სადმე ერთ დიდ ალუჩას მოვთხრი ბ-ნ ბიძინასავით და კორპუსის წინ ეზოში დაგირგავ, ან თმას მოვუშვებ ბ-ნ ირაკლი კობახიძესავით", - წერს მელია.