13 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
13 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

A+ A-

23:43 12/05/2020

ვერძი

გათავისუფლდით ყოველგვარი ნეგატივისგან, მოიცილეთ გონებიდან ცუდი აზრები, უსიამოვნო მოგონებები, დამსხვრეული ოცნებები და სახლიდან ყოველი დრომოჭმული, უსარგებლო და დაზიანებული ნივთი თუ საგანი.

კურო

კარგი პერიოდია საქმეების რეორგანიზაციისათვის, დამოუკიდებლად თავს მშვენივრად გაართმევთ ნებისმიერ სიტუაციას, მთავარია დაიცვათ ემოციური და ენერგეტიკული ბალანსი.

ტყუპები

იზრდება თქვენი შესაძლებლობები სწორედ და სასარგებლოდ წარმართოთ თქვენი საქმიანობა, ამაში დაგეხმარებათ ინტუიცია და უნარი გაუგოთ და უთანაგრძნოთ სხვებს.

კირჩხიბი

ნუ გადაიტვირთავთ თავს საქმეებით, პერიოდულად დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალები, დატკბით მიღწეული შედეგებით და გახალისდით.

ლომი

შესაძლოა შეიტყოთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია და დაიკმაყოფილოთ ცნობისმოყვარეობა, ახლა უკვე მოქმედებისთვის მეტი თავისუფლება გექნებათ.

ქალწული

კარგად მოიფიქრეთ ყველაფერი, სანამ აკვიატებული ჩანაფიქრის განხორციელებას შეუდგებით, რადგან დიდი ალბათობით ეს შედეგს არ მოგიტანთ, პირიქით შესაძლოა გარკვეული პრობლემების წინაშეც აღმოჩნდეთ.

სასწორი

შესაძლოა წარმოქმნილი ვითარების გამო დაგჭირდეთ ნიღბის მორგება და გარკვეული როლის თამაში, რათა გულმოდგინედ დამალოთ თქვენი წყენა.

მორიელი

შესაძლოა დღეს აღმოჩნდეთ ისეთ სიტუაციაში, სადაც სწორად ვერ გაგიგებენ ირგვლივმყოფები და ამაოდ მოგიწევთ თქვენი იდეების უპირატესობის მტკიცება.

მშვილდოსანი

თუ ირგვლივ მიმოიხედავთ, დარწმუნდებით, რომ ბევრ გარშემომყოფზე უკეთესად ხართ, ნუ იქნებით უმადური საკუთარი თავისა და ბედის მიმართ, ყველაფერს პოზიტიური თვალით შეხედეთ.

თხის რქა

ნუ მოინდომებთ ძალიან ბევრს, ყველა ადამიანს თავის გზა აქვს და თქვენ ვერ იქნებით ყველას მეგზური თუ წინამძღოლი. იზრუნეთ თქვენს პირად გეგმებსა და საქმეებზე.

მერწყული

შეეცადეთ მოიწყოთ მყუდრო გარემო და განმარტოვდეთ, შესაძლოა თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდნენ „ჭკუის დამრიგებლები“ რომელთა რჩევებიც მხოლოდ თქვენს გაღიზიანებას გამოიწვევს.

თევზები

ერიდეთ ორპირობასა და სიცრუეს, შესაძლოა ამგვარი ქმედება ვინმე საკეთილდღეოდაც იყოს საჭირო, მაგრამ ყველაფერი ისე არ აეწყობა როგორც წარმოგიდგენიათ.