რუსეთში კორონავირუსს 5 ჟურნალისტის სიცოცხლე ემსხვერპლა
რუსეთში კორონავირუსს 5 ჟურნალისტის სიცოცხლე ემსხვერპლა

A+ A-

13:20 12/05/2020

რუსეთში კორონავირუსს 5 ჟურნალისტის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერფაქს - რუსეთი" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბოლო მონაცემებით, 200 ჟურნალისტია კოვიდ 19-ით ინფიცირებული.

როგორც რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარე ვლადიმერ სოლოვეევი აცხადებს,მთელი მსოფლიოს მასშტაბით სულ ახალ უხილავ მტერს 60 ჟურნალისტის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მისი თქმით, ჟურნალისტები, ისევე როგორც ექიმები, "ვირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე არიან". მან ასევე აღნიშნა, რომ ”ყველაზე მძიმე კრიზისი მედიის სექტორშია”.

ცნობისთვის, რუსეთში, ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 10 899 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობამ 232243-ს მიაღწია. ამასთან, ბოლო 24 საათში კორონავირუსით 107 ადამიანი დაიღუპა და გარდაცვლილთა რაოდენობამ 2116 შეადგინა.

რუსეთში კორონავირუსისგან 43512 ადამიანია გამოჯანმრთელებული. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში რუსეთი კორონავიურისთ ინფიცირებულთა რაოდენობით აშშ-სა და ესპანეთს შემდეგ მესამე ადგილზეა.

ანა ქორჩილავა