ევექსი ჰოსპიტლებმა კოვიდის მართვის წარმატებული გამოცდილება მსოფლიოს 5 კონტინენტზე რამდენიმე ათას ჰოსპიტალს გაუზიარა
ევექსი ჰოსპიტლებმა კოვიდის მართვის წარმატებული გამოცდილება მსოფლიოს 5 კონტინენტზე რამდენიმე ათას ჰოსპიტალს გაუზიარა

A+ A-

17:39 07/05/2020

ევექსი ჰოსპიტლებმა კოვიდის მართვის წარმატებული გამოცდილება მსოფლიოს 5 კონტინენტზე რამდენიმე ათას ჰოსპიტალს გაუზიარა.

ჰოსპიტლების საერთაშორისო ორგანიზაციების ქსელის IHF-ის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც წელიწადში ერთხელ იმართება, წელს მთლიანად COVID-19-ის თემას მიეძღვნა.

მოხსენებების სერია ონლაინ რეჟიმში ჩატარდა და მასში ათასობით ექიმმა მიიღო მონაწილეობა. საქართველიდან ერთადერთი წარმომადგენელი, რომელიც ვებინარზე მოხსენებით გამოვიდა, ევექსი ჰოსპიტლების კლინიკური დირექტორი, პროფესორი მამუკა ჩხაიძეა.

მოხსენების თემა შეეხო კლინიკური გუნდების გადამზადებას და ჰოსპიტლების ინფრასტრუქტურის მორგებას COVID-19-ის გამოწვევებთან. საქართველოს წარმომადგენელმა მსოფლიოს გაუზიარა საკუთარი წარმატებული გამოცდილება ევექსი ჰოსპიტლების ქსელში დასაქმებული სამედიცინო პროფესიონალების გადამზადების მოდულში.

მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური ონლაინ სამედიცინო კონფერენცია 7 მაისს, თბილისის დროით 15:00 სთ-ზე დაიწყო. ჰოსპიტლების საერთაშორისო ფედერაცია IHF მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰოსპიტალური გაერთიანებაა, რომლის სრულუფლებიანი წევრი საქართველოდან კავკასისიის მედიცინის ცენტრია.