კავკასიაში კორონავირუსი ინფიცირებულთა თითქმის ნახევარმა უკვე დაამარცხა - COVID-19 უკან იხევს?
კავკასიაში კორონავირუსი ინფიცირებულთა თითქმის ნახევარმა უკვე დაამარცხა - COVID-19 უკან იხევს?

A+ A-

12:42 07/05/2020

კავკასიის რეგიონში კორონავირუსი ინფცირებულთა თითქმის ნახევარმა უკვე დაამარცხა.  „Worldmeters“-ის სტატისტიკის მიხედვითინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით კვლავ სომხეთი ლიდერობს, თუმცა დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. სომხეთისგან განსხვავეით, აზერბაიჯანში ინფიცირების 67 ახალი ფაქტი დადასტურდა, საქართველო კი, უკვე რამდენიმე დღეა, ახალი შემთხვევების რაოდენობას გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა უსწრებს.

უახლესი მონაცემებით, სომხეთში - 2 782,  აზერბაიჯანში -2 127  და საქართველოში - 610 ინფიცირების ფაქტია გამოვლენილი.

ჩინური ვირუსის დადასტურების დღიდან დღემდე,  სომხეთში  გარდაცვალების 40 შემთხვევაა დადასტურებული. აზერბაიჯანში ვირუსს ემსხვერპლა 28  ადამიანი, ხოლო საქართველოში - 9.

სომხეთში გამოჯანმრთელებულია 1 135 ინფიცირებული, აზერბაიჯანში - 1 536, საქართველოში-275.

ბოლო მონაცემების მიხედვით, სომხეთში ვირუსს 1 607 ადამიანი ებრძვის, მათგან კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში 10 ადამიანია.

აზერბაიჯანში ე.წ „აქტიური ქეისების“ რაოდენობა 563-ია, მათგან კრიტიკულად მძიმე 18 პაციენტია. საქართველოში ვირუსით ამ დროისთვის ინფიცირებულია 331 ადამიანი და მათგან  6 კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

ცნობისთვის, ვირუსი პირველად ჩინეთში ქალაქ უხანში გავრცელდა, რამდენიმე თვეში ინფექციის ეპიცენტრი ევროპა გახდა და ახლა მსოფლიოს მასშტაბით უკვე 212 ქვეყანაშია დადასტურებული.   

ამ დროისთვის, მსოფლიოში გამოვლენილია კოვიდვირუსით ინფიცირების 3.8 მილიონზე მეტი და გარდაცვალების 266 ათასამდე შემთხვევა.

მარიამ მაჭარაშვილი