2014 წლის შემდეგ კოკა ყანდიაშვილს "ქართულ ოცნებასთან" შეხება არ ჰქონია - მამუკა მდინარაძე
2014 წლის შემდეგ კოკა ყანდიაშვილს "ქართულ ოცნებასთან" შეხება არ ჰქონია - მამუკა მდინარაძე

A+ A-

15:23 06/05/2020

2014 წლის შემდეგ კოკა ყანდიაშვილს "ქართულ ოცნებასთან" შეხება არ ჰქონია. ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მდინარაძის თქმით, ბუნებაში არ მოიპოვება ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც პარტიისა და კოკა ყანდიაშვილის კავშირს დაადასტურებს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა კატეგორიულად უარყო "ქართული ოცნების" კავშირი იმ გვერდებთან, რომელიც გუშინ "ფეისბუქმა" გააუქმა.

ცნობისათვის, Facebook-მა ქართული ოცნების PR კონსულტანტის, კოკა ყანდიაშვილის, მიერ შექმნილი ეSპერსონა და მასთან დაკავშირებული ასობით ანგარიში არაავთენტური ქცევის გამო გააუქმა.
ამასთან, Facebook-მა გააუქმა ქართული ანგარიშების კიდევ ერთი ქსელი, რომელიც ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან იყო დაკავშირებული.

სოციალური ქსელის გიგანტმა პლატფორმიდან ეSპერსონასთან დაკავშირებული 511 გვერდი, 101 პროფილი, 122 ჯგუფი და 56 Instagram-ანგარიში წაშალა. როგორც განცხადებაში წერია, ეს ქსელი დაკავშირებული იყო 2019 წლის 20 დეკემბერს წაშლილ ქსელთან, როდესაც Facebook-მა ქართული ოცნების ხელისუფლებასთან დაკავშირებული ასობით ანგარიში გააუქმა.