აშშ-ის მიერ პრესის თავისუფლების ხელშეწყობის ერთგულების გამო, ძალიან ვამაყობ - კელი დეგნანი
აშშ-ის მიერ პრესის თავისუფლების ხელშეწყობის ერთგულების გამო, ძალიან ვამაყობ - კელი დეგნანი

A+ A-

13:35 03/05/2020

„პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს მე და ჩემი კოლეგები საელჩოდან მივესალმებით მედიის სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც დასაბუთებული და დაბალანსებული ჟურნალისტიკისთვის თავდადებულნი არიან“, - ამ სიტყვებით პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს აშშ-ის ელჩი ეხმაურება. კელი დეგნანის განცხადებას ამერიკის საელჩო ავრცელებს.

„როგორც ყოფილი ჟურნალისტი, აშშ-ის მიერ პრესის თავისუფლების ხელშეწყობის ერთგულების გამო ძალიან ვამაყობ.

ეს ერთგულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, COVID-19-ის პანდემიის პერიოდში, როდესაც სწორი ინფორმაციის გავრცელებას, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.

თავისუფალი და პასუხისმგებლიანი მედია საუკეთესო საშუალებაა დეზინფორმაციასა და ფაქტების დაფარვასთან საბრძოლველად.

ჩემს პატივისცემას ვუდასტურებ საქართველოში მოღვაწე მედიასა და ჟურნალისტებს, რომლებიც გულმოდგინედ მუშაობენ საზოგადოებისთვის სარწმუნო ინფორმაციის მიწოდებისთვის, რათა დაიცვან მათი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება", - აღნიშნავს ელჩი კელი დეგნანი.