ხურვალეთში მცხოვრები დათა ვანიშვილის შვილიშვილი და რძალი ოკუპანტებმა გაათავისუფლეს
ხურვალეთში მცხოვრები დათა ვანიშვილის შვილიშვილი და რძალი ოკუპანტებმა გაათავისუფლეს

A+ A-

10:52 03/05/2020

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქცეული დათა ვანიშვილის შვილიშვილი და რძალი ოკუპანტებმა გაათავისუფლეს.

ისინი უკვე ხურვალეთში სახლში იმყოფებიან და ჯარიმის გარეშე გაათავისუფლეს.

ისინი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 17-აპრილს დააკავეს და არსებული ინფორმაციით, ახალგორში კარანტინში გადაიყვანეს.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინიციატივით ამოქმედებული იყო ცხელი ხაზი და ინფორმაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მიეწოდა.