იემენის ხელისუფლებასა და სეპარატისტებს შორის შეთანხმება შედგა
იემენის ხელისუფლებასა და სეპარატისტებს შორის შეთანხმება შედგა

A+ A-

17:04 02/05/2020

იემენის მთავრობასა და ადგილობრივ სეპარატისტებს შორის შეთანხმება შედგა. ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს.

რეგიონში სამთავრობო ძალების მოქმედებებს საუდის არაბეთი უჭერდა მხარს, სეპარატისტთა ქმედებების მხარდამჭერი კი არაბთა გაერთიანებული საემიროებია. დეესკელაციის შესახებ შეთანხმება კუნძულ სოკოტრაზე შეტაკებების დასრულებას ითვალისწინებს.

26 აპრილს იემენელმა სეპარატისტებმა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე თვითმმართველობა გამოაცხადეს. ამავე რეჟიმის დაწესებას „სამხრეთის გარდამავალი საბჭო“ იემენის ყველა სამხრეთ პროვინციაში, მათ შორის საპორტო ქალაქ ადენში გეგმავენ.

იემენის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მუჰამედ ალ-ჰადრამიმ „სამხრეთის გარდამავალი საბჭოს“ ქმედებებს შეიარაღებული აჯანყება უწოდა. იემენში კონფლიქტი 2014 წელს დაიწყო. ქვეყნის მთავრობას ირანის მიერ მხარდაჭერილი ამბოხებული ჰუსიტები დაუპირისპირდნენ. კონფლიქტში მალევე საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიცია ჩაერთო, რომელიც იემენის ხელისუფლებას ავიაიერიშებით ეხმარება.