"აშშ საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოში განხორციელებული აგრესიული "ბორდერიზაციის" პროცესით ღრმად შეშფოთებულია"
"აშშ საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოში განხორციელებული აგრესიული "ბორდერიზაციის" პროცესით ღრმად შეშფოთებულია"

A+ A-

10:54 24/04/2020

ეუთო-ში ამერიკის შეერთებული შტატები მისიის ხელმძღვანელის, ჯეიმს გილმორის განცხადებით, აშშ ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოში აგრესიულ "ბორდერიზაციის" განხორციელებასთან დაკავშირებით. ამასთან დაკავშირებით გილმორი ვრცელ განცხადებას ავრცელებს. შტატებმა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების 20%-ის უკანონო ოკუპირება და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.

„აშშ ღრმად შეშფოთებულია იმ ცნობებით, რომ რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფმა უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებმა განაახლეს აგრესიული, ინტენსიური „ბორდერიზაცია“ რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ, სოფელ ტახტისძირთან ახლოს. კიდევ უფრო მაშფოთებს ის, რომ ეს ქმედებები განხორციელდა მართლმადიდებლურ აღდგომაზე და გლობალური პანდემიის კრიზისის ფონზე.

ე.წ. „სასაზღვრო“ ნიშნების განთავსება არარსებულ საზღვარზე და მოთხოვნა, რომ საქართველოს უშიშროების ძალებმა ეს ტერიტორია დატოვონ, დაძაბულობას ზრდის და ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ვგმობთ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების ამ და ყველა იმ ქმედებას, რომლებიც ამძაფრებენ დაძაბულობას და ხელს უშლიან ადგილობრივი მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას. ჩვენ ნებისმიერი მანიშნებლების, სტრუქტურებისა და ბარიერების აღმართვის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოვუწოდებთ, რომლებიც მიმართულია ადმინისტრაციულ ხაზთან უკანონო „ბორდერიზაციის“ გაძლიერებისა და გაფართოებისკენ“, - განაცხადა ეუთოში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელმა.