ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსულ სამხედრო ბაზაზე ჰოსპიტალი მოეწყობა
ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსულ სამხედრო ბაზაზე ჰოსპიტალი მოეწყობა

A+ A-

16:06 09/04/2020
ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსულ სამხედრო ბაზაზე, 200-ზე მეტ პაციენტზე გათვლილი საველე ჰოსპიტალი მოეწყობა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის სამხრეთ სამხედრო ოლქი ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ჰოსპიტალი თანამედროვე სამედიცინო ტექნიკით იქნება აღჭურვილი.

„რესპუბლიკის სამხრეთ ოლქში, რუსეთის სამხედრო ბაზაზე ეწყობა საველე ჰოსპიტალი, რომელიც 200-ზე მეტ პაციენტზეა გათვლილი. ჰოსპიტალი აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო ტექნიკით და აპარატურით, მათ შორის, სასუნთქი აპარატებით“, - ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ აფხაზეთში ამ დროისთვის კორონავირუსის მხოლოდ ორი შემთხვევაა დადასტურებული.