საქართველო ევროკავშირისა და დონორი ორგანიზაციებისგან, დახმარების სახით, 250 მილიონ ევროს მიიღებს - კარლ ჰარცელი
საქართველო ევროკავშირისა და დონორი ორგანიზაციებისგან, დახმარების სახით, 250 მილიონ ევროს მიიღებს - კარლ ჰარცელი

A+ A-

15:48 09/04/2020

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, საქართველო ევროკავშირისა და დონორი ორგანიზაციებისგან, დახმარების სახით. 250 მილიონ ევროს მიიღებს

„ჩვენ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ერთად ვიმუშავებთ და დავეხმარებით ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს. პატარა საწარმოებს იაფფასიანი კრედიტებით დავეხმარებით. საქართველოს მთავრობას გამოეყოფა თანხები ჯანდაცვის სფეროში აღჭურვილობის შესაძენად.

მთავრობის საქმიანობას მაღალ შეფასებას ვაძლევთ. ზოგადად ვერაფერს ვხედავთ ისეთს, იმედი გაგვიცრუვდეს, რომ ადამიანები წესებს არ დაიცავენ. ამ თვალსაზრისით, საქართველო ძალიან კარგ პოზიციებს იკავებს“, - განაცხადა ჰარცელმა.

ევროკავშირის ელჩმა ასევე ისაუბრა 2020 წლის არჩევნებისთვის ხელისუფლების მხრიდან აღებულ ვალდებულებებზე და აღნიშნა, რომ „ქართველი ხალხი კონკურენტუნარიან არჩევნებს იმსახურებს“.

„იმედი მაქვს, ჯანდაცვის კრიზისს გავივლით და ჩვენი ყურადღება მიექცევა არჩევნებისკენ. საქართველოში მნიშვნელოვანი რეფორმები უნდა განხორციელდეს საარჩევნო კანონმდებლობის ჭრილში, ეუთო/ოდირის რეკომენდაციების ჭრილში“, - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.