ლენტეხის შემთხვევიდან საქართველოს მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის წესების გამკაცრებებამდე ერთი ნაბიჯია
ლენტეხის შემთხვევიდან საქართველოს მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის წესების გამკაცრებებამდე ერთი ნაბიჯია

A+ A-

14:05 09/04/2020

კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, გამოცხადდება თუ არა კარანტინი ლენტეხში და დაწესდება თუ არა სხვადასხვა სახის შეზღუდვები, ჯერჯერობით, პასუხი არ აქვს ლენტეხის მუნიციპალტეტის მერს, ბადრი ლიპარტელიანს.

როგორც  მერმა სააგენტოსთან განაცახდა, ამჟამად რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის, არჩილ ჯაფარიძის ხელმძღვანელობით, სხდომა მიმდინარეობს და ყველაფერი ამ სხდომის დასრულების შემდეგ გასაჯაროვდება.

“თათბირი დასრულების შემდეგ, მიღებულ გადაწვეტილებებს მოგახსენებთ. ახლა ვერაფერს გეტვით, ვიდრე  თათბირი არ დამთავრდება და გადაწვეტილებას არ გამოვიტანთ, მანამდე არაფრის თქმა შემიძლია“,- განაცხადა ლიპარტელიანმა.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კი განაცხადა, რომ ლენტეხის კლასტერის გაჩენის შემდეგ, არა მხოლოდ ცალკეული რაიონებში, არამედ საქართველოს მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის გამკაცრების საკითხი დადგა დღის წესრიგში.

„ჩვენ ველოდებით ჯერ საბოლოო ტესტირებების შედეგებს ლენტეხის კლასტერიდან. თუმცა, უკვე ისიც უნდა შევამჩნიოთ, რომ ქვეყანაში რეგიონული კლასტერების რაოდენობა იზრდება. ეს გასათვალისწინებელია. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ შეიძლება მივიღოთ გადაწვეტილება ქვეყნის მასშტაბით გამკაცრების თაობაზე და არა ცალკეული რეგიონების ნაწილში იმიტომ, რომ ქობულეთში არის საკმაოდ სერიოზული კლასტერი, სერიოზული კლასტერია მარნეული და ბოლნისი, ახლა ლენტეხი გაჩნდა, ასევე რამდენიმე შემთხვევაა სამეგრელოში, ბათუმში. ვნახოთ, რა შედეგები გვექნება დღის ბოლოსთვის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინფორმაციისთვის, ვანის მუნიციპალიტეტის შემდეგ ,სიტუაცია ლენტეხშიც დაიძაბა. იქ 53 წლის მამაკაცს კორონავირიუსი დაუდასტურდა. მამაკაცი ეროვნული ბანკის საცავებში დაინფიცირებული პირის კლასტერიდანაა. მას ინფიცირებულ დასთან ჰქონდა შეხება.