დანაშაულია, როდესაც დღეს ექიმთან მიდის ადამიანი და ექიმებს არ აქვთ შესაძლებლობა დაუსვან დიაგნოზი - გიორგი ვაშაძე
დანაშაულია, როდესაც დღეს ექიმთან მიდის ადამიანი და ექიმებს არ აქვთ შესაძლებლობა დაუსვან დიაგნოზი - გიორგი ვაშაძე

A+ A-

12:53 09/04/2020

"კორონავირუსის ყველა ახალი შემთხვევა ადასტურებს, რომ ადამიანები მიმართავენ ექიმებს, მათ კი არ აქვთ სადიაგნოსტიკო შესაძლებლობები და ვერ უსვამენ კორონავირუსზე დიაგნოზს", - ამის შესახებ პარტია „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც ვაშაძე აცხადებს, იმის მიუხედავად, რომ ქვეყანაში უკვე შიმშილის პრობლემა გაჩნდა, გატარებული ღონისძიებების გამო, რადგან არავინ იცის იქნება თუ არა ეპიდაფეთქება,  ქვეყანაში ნომერ პირველი პრობლემად, მაინც დიაგნოსტირება და ტესტირება რჩება.

„გატარებული ღონისძიებების მიუხედავად ძალიან მძიმე რეალობაში ვართ, რადგან არ ვიცით გვექნება თუ არა ეპიდაფეთქება, ამას ემატება, შიმშილის პრობლემა, რომელიც დღეს უკვე დგას ქვეყანაში. ერთი თვის წინ, როდესაც ჩვენ ავტეხეთ განგაში მასობრივი დიაგნოსტიკის აუცილებლობასთან დაკავშირებით, კრიტიკის ქარცეცხლში გაგვატარა და „ტროლებით“ შეტევა დაიწყო „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენზე.

დღეს კი ყველა თანხმდება, რომ ნომერ პირველი პრობლემა არის დიაგნოსტირება და ტესტირება. რატომ არ იყო საჭირო ეს მარტში და რატომ არის დღეს ეს ყველაფერი საჭირო, რა შეიცვალა? არაფერი, გარდა იმისა, რომ დიდი შეცდომა არის დაშვებული, სწორედ ამ მარაგების მოგროვების კუთხით.

დიახ, დანაშაულია, როდესაც დღეს ექიმთან მიდის ადამიანი და ექიმებს არ აქვთ შესაძლებლობა დაუსვან დიაგნოზი კორონავირუსთან დაკავშირებით. ყველა ახალი შემთხვევა ადასტურებს, რომ ადამიანები მიმართავენ ექიმებს, მათ კი არ აქვთ სადიაგნოსტიკო შესაძლებლობები და ისინი ვერ უსვამენ კორონავირუსზე დიაგნოზს“, - განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 214-მდე გაიზარდა, მათგან 50 გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 გარდაიცვალა.