ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსის 13 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 5 გართულებული პნევმონიით - მეგი კობახიძე
ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსის 13 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 5 გართულებული პნევმონიით - მეგი კობახიძე

A+ A-

11:53 09/04/2020
ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 13 პაციენტიდან ერთ-ერთის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ექიმმა-ინფექციონისტმა, მეგი კობახიძემ განუცხადა.
 
მისი თქმით, ლუგარის ლაბორატორიიდან 20 პაციენტის ტესტირების პასუხებს ელოდებიან.
 
„კლინიკაში კორონავირუსის 13 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 5 გართულებული პნევმონიით. გამოვყოფდი ერთი პაციენტის მდგომარეობას, რომელიც ასაკოვანია და მას ორმხრივი პნევმონია აქვს.
 
5 კი ბავშვია. მათი მდგომარეობა სტაბილურია და მკურნალობა და მონიტორინგი გრძელდება.
 
20 პაციენტის ანალიზები გადაგზავნილია გამოსაკვლევად და პასუხებს დღეს ველოდებით. მათგან 16 ახალი შემთხვევაა, ოთხს კი განმეორებითი ტესტირება უტარდება“, - განაცხადა მეგი კობახიძემ.
 
კლინიკაში დაკვირვების ქვეშ სულ 55 პაციენტი იმყოფება. ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსი 214 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 50 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.