პომპეომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას მოუწოდა, რომ დასაჯოს ის ქვეყნები, რომლებიც კორონავირუსთან დაკავშირებით, ინფორმაციას მალავენ
პომპეომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას მოუწოდა, რომ დასაჯოს ის ქვეყნები, რომლებიც კორონავირუსთან დაკავშირებით, ინფორმაციას მალავენ

A+ A-

10:49 09/04/2020

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მაიკლ პომპეომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას მოუწოდა, რომ დასაჯოს ის ქვეყნები, რომლებიც კორონავირუსთან დაკავშირებით ინფორმაციას მალავენ.

„ქვეყნები, რომლებიც ამ წესებს არ იცავენ, უნდა დაისაჯონ და გარკვეული თანხებით დაჯარიმდნენ“, – განაცხადა პომპეომ.

პომპეომ ასევე განაცხადა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვირუსის გავრცელების შესახებ ინფორმაციას საკმარისად სწრაფად არ ავრცელებდა.

„ვირუსი დაიწყო ჩინეთიდან და დროს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ჩვენ ახლაც გვჭირდება ინფორმაცია. საქმე არ ეხება პოლიტიკური პასუხისმგებლობის ვინმესთვის დაკისრებას. ჩვენ ვსაუბრობთ ინფორმაციაზე, რომელიც საჭიროა ამერიკელებისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების მოქალაქეების გადასარჩენად. თუ ქვეყნები მალავენ ინფორმაციას, მაშინ ადამიანები კვდებიან“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.