საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 211-მდე გაიზარდა

საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 3-ით მოიმატა და ამ დროისთვის 211 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.
ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე დადასტურდა.
COVID-19-ის დამარცხება ბოლო მონაცემებით 50-მა პაციენტმა შეძლო. ხოლო კორონავირუსით საქართველოში სამი ადამიანი დაიღუპა.
ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში 4682 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 375.