BMW სამედიცინო ნიღბების გამოშვებას იწყებს
BMW სამედიცინო ნიღბების გამოშვებას იწყებს

A+ A-

18:08 08/04/2020

„ავტომობილების გერმანული მწარმოებელი – BMW სამედიცინო ნიღბების გამოსაშვებად არის მზად”, – განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ოლივერ ციპსემ.

„ამ გზით ჩვენ გლობალური დეფიციტის აღმოფხვრაზე აქტიურად ვიმუშავებთ. ძალიან მალე შევძლებთ დღეში რამდენიმე ასეული ნიღბის წარმოებას. ისინი როგორც ჩვენს თანამშრომლებს, ისე საზოგადოების უზრუნველყოფას მოხმარდება”, – აღნიშნა ციპსემ.

მედია აღნიშნავს, რომ კომპანია უკვე მოკლევადიან პერსპექტივაში მიაწვდის ბავარიას 150 ათასს FFP2 ტიპის სამედიცინო ნიღაბს სამედიცინო პერსონალისთვის და 1 მლნ ჩვეულებრივ ნიღაბს.