ბავშვთა მიმართ სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული კარდინალი, 13 თვიანი პატიმრობის შემდეგ, სასამართლომ გაამართლა
ბავშვთა მიმართ სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული კარდინალი, 13 თვიანი პატიმრობის შემდეგ, სასამართლომ გაამართლა

A+ A-

14:57 08/04/2020

ავსტრალიის უზენაესმა სასამართლომ, ბავშვთა მიმართ სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული კარდინალი ჯორჯ პელი 13 თვიანი პატიმრობის შემდეგ, გაამართლა.

რომის პაპის ფინასთა მინისტრს, 13 წლის ბიჭზე განხორციელებული სექსუალური ძალადობისთვის ბრალი 2018 წელს წაუყენეს. საქმე ეხება პერიოდს, როცა ის მელბურნის არქიეპისკოპოსი იყო, 1996 წელს. ბრალდების მხარე ამტკიცებდა, რომ არქიპეისკოპოსმა ბიჭუნაზე მელბურნის წმ. პატრიკის სახლოების კათედრალში იძალადა.

კარდინალი პელის ბრალდებაში იყო 1997 წლის ეპიზოდიც - ამ შემთხვევაშიც მას ბრალი ბიჭუნაზე განხორციელებულ ძალადობაში ედებოდა.

კარდინალი მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს აბსოლუტურ სიყალბესა და სიგიჟეს უწოდებდა. 76 წლის კარდინალი პელი, რომის პაპის მთავარი მდივანი, ეკონომიკის საკითხებში, 2014 წელს გახდა და ვატიკანში გადავიდა.