საქართველოში კორონავირუსის სახლში მკურნალობა დაინერგება - ლადო კახაძე
საქართველოში კორონავირუსის სახლში მკურნალობა დაინერგება - ლადო კახაძე

A+ A-

18:55 07/04/2020

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის  დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე  ლადო კახაძე  “2020NEWS“-თან  აცხადებს,  რომ კორონავირუსის სახლში მკურნალობა აპრობრებული  მეთოდია.

მისი თქმით,  ეს პრაქტიკა საქართველოშიც დაინერგება.

“კორონავირუსის სახლში მკურნალობა აპრობირებული მეთოდია. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს ვირუსის მსუბუქი სიმპტომები აქვს, აუცილებლად უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სიმპტომები გართულდა - გაძნელდა სუნქთქვა, მოიმატა ტემპერატურამ და ხველებამ,  მაშინ ასეთი ადამიანის ჰოსპოტალიზება აუცილებელი იქნება.

მსუბუქი  სიმპტომების მქონე ადამიანმა გართულებული  შემთხვევის  მქონე  პაციენტის ადგილი არ უნდა დაიკავოს.  ვირუსის სახლში მკურნალობა სწორედ,  ამ პრაქტიკას ჩაანაცვლებს.

მე კიდევ ერთხელ მსურს, მოვუწოდო მოქალაქეებს, დარჩით სახლში. ზოგ ადამიანში ვირუსი აბსოლუტურად  უსიმპტოოდ მიმდინარეობს. ასეთი ადამიანი კი ათობით ადამიანს აავადებს. ამიტომ არის საჭირო ადამიანების სოციალური დისტანცირება“, - განაცხადა კახაძემ.

ინფორმაციისთვის,  ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე  ტიკარაძის განცხადებით, “საქართველო კორონავირუსის შემთხვევების სახლში მკურნალობის პრაქტიკაზე  ეტაპობრიივად გადავა“.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე