ქართველი სამედიცინო პერსონალი ეპიდემიის წინა ხაზზე - გამოფენა ეროვნულ ბიბლიოთეკაში
ქართველი სამედიცინო პერსონალი ეპიდემიის წინა ხაზზე - გამოფენა ეროვნულ ბიბლიოთეკაში

A+ A-

16:34 07/04/2020

დღეს ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღინიშნება. ამ თარიღს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა და საქართველოს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ, ერთობლივად ვირტუალური გამოფენა მიუძღვნეს სახელწოდებით „სამედიცინო პერსონალი COVID-19 -ის ეპიდემიის წინა ხაზზე“.

 
გამოფენა მთლიანად ქართველ ექიმებსა და სამედიცინო პერსონალს დაეთმო. ექსპოზიცია ასახავს ეპიდემიის წინააღმდეგ მებრძოლი მედიკოსების საქმიანობას როგორც საქართველოში, ასევე მთლიანად მსოფლიოში. ვირტუალური ექსპოზიცია მოიცავს COVID-19-ზე ჯანდაცვის მუშაკების რეაგირების ამსახველ მასალებს.
 
გამოფენა ასევე ასახავს ეპიდემიის წინააღმდეგ მებრძოლი სამედიცინო პერსონალის საქმიანობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ვირტუალური ექსპოზიცია ასევე მოიცავს COVID-19-ზე ჯანდაცვის მუშაკების რეაგირების ამსახველ მასალებს. გამოფენას თან ერთვის საგანმანათლებლო ნაწილი პოსტერებისა და ინფოგრაფიკების სახით.