"საწვავი 5-ჯერ გავაიაფეთ და ფასები კიდევ დაბლა წამოვა"
"საწვავი 5-ჯერ გავაიაფეთ და ფასები კიდევ დაბლა წამოვა"

A+ A-

16:26 07/04/2020

„საწვავი 5-ჯერ გავაიაფეთ და ფასები კიდევ დაბლა წამოვა“ - ამის შესახებ ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

„ჩვენი ქვეყანა მეტწილად დამოკიდებულია იმპორტზე, ეს იმას ნიშნავს, რომ როცა შიდა სავალუტო ბაზარზე არის არასტაბილური გარემო როცა ეროვნული ვალუტა განიცდის დევალვაციას, ეს აისახება ფასწარმოქმნაზე და იმ პროდუქციის ფასზე რომლის იმპორტიც ხდება. მაგრამ ახლა რამდენიმე კარგი რამ ხდება - ნავთობის ფასები დაეცა და ჩემი კომპანიის მაგალითზე გეტყვით, რომ საწვავი 5-ჯერ გავაიაფეთ და ფასები კიდევ დაბლა წამოვა. ლარის კურსის გაუფასურება რომ არა, ფასები კიდევ უფრო დაეცემოდა.

კარგი რაც მოხდა ამ ვითარებაში ის იყო, რომ მიუხედავად ლარის კურსის გაუფასურებისა, ნავთობის ფასების ასეთმა მკვეთრმა დაცემამ გამოიწვია, რომ ფასები ზემოთ კი არ წავიდა, ქვემოთ მოდის. მეორე კარგი რაც მოხდა, ისაა, რომ ხელისუფლებამ 9 პროდუქტი შეარჩია, რომელთა ფასის სუბსიდირებაც ხდება. ამაზე პრემიერთან მქონდა საუბარი და მასაც კარგად ესმის, რომ ეს არის არატრადიციული გზა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის. ეს არის მოკლევადიანი ნაბიჯი რომლის არგადადგმის შემთხვევაშიც, ძალიან მძიმე მდგომარეობა იქნებოდა. ამ შემთხვევაში ეს არის სწორი ნაბიჯი, როცა ლარი ასე დაეცა, ფასების ინდექსაციის გარეშე, ვერ ვფიქრობ როგორ შეიძლება დაგვეცვა მოსახლეობის ის ფენა, რომელსაც უჭირს,“-აღნიშნა ფხაკაძემ.