“მსოფლიოში ინფორმაციული ომი მიმდინარეობს“ - ვინ ითბობს ხელებს აშშ-სა და ჩინეთის დაპირისპირებით?!
“მსოფლიოში ინფორმაციული ომი მიმდინარეობს“ - ვინ ითბობს ხელებს აშშ-სა და ჩინეთის დაპირისპირებით?!

A+ A-

14:50 07/04/2020

მსოფლიო პანდემიის ფონზე, ისეთი მძლავრი ეკონომიკის მქონე სახელწიფოებს შორის, როგორებიცაა ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი, ერთმანეთის დისკრედიტაციის მიზნით, ინფორმაციული ომი მიმდინარეობს. ამის შესახებ “2020NEWS“-თან საერთაშორისო ურთიერთობებში ექსპერტმა ნიკა ჩიტაძემ განაცხადა.

ინფორმაციული ომი - ვინ ითბობს ხელს მერიკისა და ჩინეთის დაპირისპირებით?

ამერიკასა და ჩინეთის ურთიერთობები მას შემდეგ კიდევ უფრო დაიძაბა, რაც სახელმწიფოებმა კორონავირუსის გავრცელებაში ერთმანეთი ღად დაადანაშაულეს. ამ ინფორმაციული  ომით კი, ჩიტაძის განცახდებით, ხელს  ოკუპანტი  სახელმწიფო - რუსეთი ითბობს.

“ამჟამად სხვადასხვა სახელმწიფოს შორის ინფორმაციული ომი  მიმდინარეობს.  ეს ყოველივე,  უპირველესად,  გეოპოლიტიკური  ოპონენტის დისკრედიტაციას  ისახავს  მიზნად.  

ამერიკის შეერთებულ  შტატებსა  და  ჩინეთს შორის გეოპოლიტიკური და ეკონომიკური დაპირისპირება არსებობს.  ამ ქვეყნებს შორის ადგლი ჰქონდა სავაჭრო ომს. ტრამპი უკმაყოფილო იყო იმით, რომ მაგალითად, ჩინეთთან ამერიკას უარყოფითი სავაჭრო ბრუნვა ჰქონდა.

ვიდრე  კორონავირუსი ამერიკაში  გავრცელდებოდა, ჩინეთის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ბიოლოგიური შეტევა ჩინეთზე ამერიკამ მიიტანა. ამერიკაშიც ცალკეული ექსპერტები საუბარობენ, რომ კორონავირუი ჩინეთმა გაავრცელა. რუსეთიც დადებითად მოქმედებს და ხელს ითბობს იმ ვერსიაზე, რომ  შესაძლოა, კოროვანირუსი ამერიკის მიერ იყოს გავრცელებული“, - განაცახდა ექსპერტმა

შედის თუ არა ამერიკის  ან  ჩინეთის ინტერესებში კორონავირუსის გავრცელება?

ექსპერტის აზრით, კორონავირუსი ხელოვნურად შექმნილი და გავრცელებული ვირუსი არ არის, რაც მსოფლიო ქვეყნების  ადამიანური და ეკონომიკური ზარალიდან გამომდინარე  კარგად  ჩანს და მისი გავრცელება არც ერთ ქვეყანის აწყობდა.  

ნიკა ჩიტაძე: ვფიქრობ, რომ კორონავირუსი არის უბრალოდ ახალი ვირუსი. ის არ არის რომელიმე სახელმწიფოს მიერ შექმნილი ბიოლოგიური  იარაღი. კორონავირუსი არის ავადმყოფობა, რომლის გავრცელება არავის ინტერესში უნდა შედიოდეს

შეგახსენებთ, ბიოოლგიური და ბაქტეოლოგიური იარაღის წარმოება  და მისი გავრცელება, 1992 წელს მიღებული საერთაშორისო კონვენციის მიხედვით, აკრძალულია. გამორიცხული არაფერია,  თუმცა  ეს არ არის ვირუსის გავრცელების პირველი შემთხვევა. ახლა კორონავირუსის ხელოვნურად გავრცელება არავის აწყობს.  რადგან აღნიშნულით ყველა ქვეყანა ზიანდება, მით უფრო, როცა ვირუსის მასშტაბებმა 209 ქვეყანას უკვე მიაღწია“,  - განაცხადა ჩიტაძემ.

კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ინდოეთი კორონვირუსის საკურნალოდ მიჩნეული წამლის, "პლაქვენილის“  ექსპორტს კრძალავს,  ამერიკა  კი მას სამაგიეროს გადახდით ემუქრება.

ჩიტაძის განცახდებით, მოვლენები  ცხადყოფს,  უახლოეს მომავალში,  ინდოეთსა და ამერიკას შორის ურთიერთობები დაიძაბება  თუ არა.  დაძაბული ურთიერთობები კი, არც ერთ ქვეყანას წაადგება.

“ინდოეთი არის მსოფლიოში მეორე სახელმწიფო, მოსახლეობის რაოდენობის მხრივ. იქ  მოსახლეობა აღემატება მილიარდ 300 მილიონ ადამიანს და  თითქმის უტოლდება ჩინეთს. 10 წელიწადში, მოსახლეობის რაოდენობის მხრივ, შესაძლოა, ჩინეთსაც გადაასწროს.

ინდოეთი, პირველ ყოვლისა, საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის ზრუნავს და მათ, ალბათ, არ აქვთ „პლაქვენილის“ ჭარბი პროდუქია, იმისთვის, რომ ექსპორტირება შეძლონ.  ასეთი ვითარება, ბუნებრივია, ამერიკასა და ინდოეთს შორის ურთიერთობს დაძაბავს. მოვლენების განვითარებას უნდა დაველოდოთ“,- განაცხადა ჩიტაძემ.  

მოვლენები კი ისე განვითარდა, რომ ახლახანს გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპის მუქარის შემდეგ, ინდოეთმა "პლაქვენილისა“ და სხვა მედიკამენტების ექსპორტზე აკრძალვა  მოხსნა.

ინფორმაციისთვის, ამ დროის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსით  ინფიცირებულთა რაოდენობა 1 348 430 შეადგენს,  მათგან  286 567 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. ხოლო 74 795 შემთხვევა ფატალურად დასრულდა. ვირუსის გავრცელების სისწრაფიდან გამომდინარე, ეს მონაცემები, შესაძლოა, ყოველ წუთს შეიცვალოს.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე