საქართველოს პრეზიდენტმა ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით, 9 მსჯავრდებული ქალი შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა  ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით, 9 მსჯავრდებული ქალი შეიწყალა

A+ A-

14:17 07/04/2020

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალების აქტი გამოსცა და 9 მსჯავრდებული ქალი შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ყველა მსჯავრდებულს ერთი, ან მეტი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულები კი, ძალადობრივ დანაშაულთა კატეგორიას არ განეკუთვნება. ცხრავე მსჯავრდებული პენიტენციურ დაწესებულებას დღეს დატოვებს.