რომის პაპმა კორონავირუსისგან დაზარალებულთა დახმარების ფონდი დააფუძნა
რომის პაპმა კორონავირუსისგან დაზარალებულთა დახმარების ფონდი დააფუძნა

A+ A-

18:34 06/04/2020

რომის პაპმა ფრანცისკემ კორონავირუსისგან დაზარალებულთა დახმარების ფონდი დააფუძნა. ინფორმაციას ამის შესახებ წმინდა საყრდის ოფიციალური საინფორმაციო გვერდი ავრცელებს.

მისი ცნობით, კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა ფონდში 750 ათასი დოლარი გადარიცხა. გარდა ამისა, გასულ კვირას მან იტალიაში ერთ-ერთ ყველაზე დაზარალებული ქალაქის, ბერგამოს საავადმყოფოს 60 ათასი ევრო გადაურიცხა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.