აზერბაიჯანში 65 წელს ზემოთ პატიმრებს შეიწყალებენ
აზერბაიჯანში 65 წელს ზემოთ პატიმრებს შეიწყალებენ

A+ A-

18:28 06/04/2020

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განკარგულებით, 65 წელს ზემოთ, თითქმის, 100 პატიმარს შეიწყალებენ, ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეწყალება კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას უკავშირდება.

ამ დროისათვის აზერბაიჯანში კორონავირუსის 641 დადასტურებული შემთხვევაა, 7 პაციენტი გარდაიცვალა, 44 კი განიკურნა.